Club71

club71

„კლუბი 71“ თანამედროვე ველნესცენტრია, რომელიც ჯანმრთელობის, სილამაზისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ყველანაირ მომსახურებას აერთიანებს. „კლუბ 71“-ში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო – საცურაო აუზები უფროსებისა და ბავშვებისთვის, ტრენაჟორების დარბაზი, სპორტული სტუდია, საცოცი კედელი… სპაში იდეალური პირობებია შექმნილი ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან თავის დაღწევის, რელაქსაციისა და განწყობის ამაღლებისთვის.

საბრძოლო ხელოვნება და ფიტნესი

გთავაზობთ:

  • პილატესი
  • სტეპი
  • საცეკვაო აერობიკა
  • ბოქსინგი
  • სპინინგი
  • იოგა
  • ჯი-ფლექსი
  • წრიული ვარჯიში
  • საცოცი კედელი

კლასები და განრიგი

Working Hours:
Monday-Friday, 07:00-23:00
Weekends, 09:00-21:00

კვირის დღეებში კლასები ტარდება მთელი წლის განმავლობაში. ზუსტი სამუშაო საათებისა და განრიგისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კლუბს.

დამატებითი ინფორმაცია

თანამედროვე სპორტული ინვენტარი, მაღალკვალიფიციური პერსონალი და მომსახურების უმაღლესი დონე, სპაპროცედურების ფართო არჩევანი, სუფთა, მოწესრიგებული, დახვეწილი ინტერიერი, მყუდრო და მშვიდი ატმოსფერო… „კლუბ 71“-ში მომხმარებელს დახვდება სრულყოფილი გარემო დროის სასიამოვნოდ, ხალისიანად და სასარგებლოდ გატარებისთვის; ვარჯიშის, განტვირთვისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.