
კონორ მაკგრეგორი დაიბადა 1988 წლის 14 ივლის დუბლინში,ირლანდიაში.იგი ჩხუბობს SBG Ireland და მონაწილეობას იღებს UFC-ში. მაკგრეგორი ვარჯიშობს საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობებში. თავის კარიერის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღოო შემდეგ წონით კატეგორიებში ესენია : featherweight, lightweight, და welterweight.
კონორ მაკგრეგორის კარიერა
2008 წლის 9 მარტს, მაკგრეგორმა მიიღო პროფესიონალურ MMA-ში მონაწილეობა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა გერი მორისი , ეს იყო მისი პროფესიონალური კარიერის დასაწყისი,ხოლო შემდგომ 2012 წელს მან გამარჯვება მოიპოვა , როგორც მსუბუქ ასევე ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიებში.
ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში , კონორს მოუწია ჯოზე ალდოს წინააღმდეგ ბრძოლა და კონორმა პირველ 13 წამში მოახერხა მისი დამარცხება. ეს იყო UFC-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი.
რაც შეეხება მსუბუქ წონით კატეგორიას, კონორმა დაამარცხა ედი ალვარეზი და მაკგრეგორი გახდა პირველი UFC-ის მოჩხუბარე , რომელმაც შეინარჩუნა ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული.
კონორ მაკგრეგორის ჩხუბის სტილი
რაც შეეხება ჩხუბის სტილს, როგორც აღნიშნავენ სპორტსმენები , მისი სტილი საკმაოდ განსხვავებულია.იგი ფლობს პროფესიონალურ დონეზე ბოქსს და ტაეკვანდოს , რაც ძალიან ეხმარება კონორს გამარჯვებაში.
კონორი ჩხუბის დროს , საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად იყენებს, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ხელს და მას თავისუფლად შეუძლია მოწინააღმდეგეს ფეხით მიაყენოს ზიანი თავის არეში , რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მოწინააღმდეგის გათიშვას (ნოკაუტს).